Accessibility links

„რუსთავი 2“-ის წამყვანმა ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა


გიორგი გაბუნიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს. „რადიკალური შეფასება დასაშვებია ჩვენს ეთერში, მაგრამ ეს არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“, - აცხადებს გვარამია ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG