Accessibility links

logo-print logo-print

8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა


8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, დღეიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები ეკრძალებათ.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა.

როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG