Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმის საერთაშორისო კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას საქართველოდან ღვინის მიწოდების შეჩერებაზე


ლეონიდ სლუცკი
ლეონიდ სლუცკი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას რუსეთში საქართველოდან ღვინისა და წყლის მიწოდების შესახებ-, ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ მიაწოდა.

„აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, - განაცხადა დუმის დეპუტატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG