Accessibility links

რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას ურჩევს, დაიმალოს


რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანს გიორგი გაბუნიას ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტის გინების მერე დაიმალოს, რადგან “ არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას „არარაობას“ უწოდებს და მას კავკასიის შვილად არ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, კავკასიაში ასეთი სიტყვებით მოსისხლე მტერსაც კი არ მიმართავენ.

კადიროვის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ვლადიმირ პუტინს ბოდიში მოუხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩეჩნეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთმა სანქციები უნდა დააწესოს. კადიროვი სთავაზობს რუსეთს საქართველოს „ გზები და ბილიკები ჩაუკეტოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG