Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი და ავღანეთის დელეგატები შეთანხმდნენ სამშვიდობო გეგმაზე, თუმცა განსხვავებული ტექსტით

ყატარში გამართული შეხვედრის მონაწილე თალიბანის წარმომადგენლები და ავღანეთის საზოგადოების წარმომადგენელი დელეგატები შეთანხმდნენ მშვიდობის საგზაო რუკაზე, რომელმაც საბოლოოდ გადაწყვეტა უნდა მოუტანოს ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომს.

თუმცა, პუშტუ, დარი და ინგლისურ ენებზე დაწერილ შეთანხმების ტექსტის ვერსიებს შორის რჩება მნიშვნელოვანი განსხვავებები, რომლებიც აჩვენებს მოლაპარაკებაში კვლავ არსებულ სირთულეებს.

ინგლისური ვერსია 9 ივლისს გაავრცელა აშშ-ის წარმომადგენელმა, ზალმაი ხალილზადმა, როგორც "არაოფიციალური თარგმანი". მასში წერია, რომ თალიბანი და ავღანეთის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ ავღანელ ქალებს მიენიჭება მათი ფუნდამენტური უფლებები "პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო [და] კულტურულ საკითხებში", იმ ფორმით, რომელიც "შესაბამისობაში მოდის ისლამის ღირებულებებთან". ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავღანეთის მთავრობის მხრიდან, რომელსაც საერთაშორისო ძალები უჭერენ მხარს. ამასთან, ინგლისურ თარგმანში ნახსენები არ არის თალიბანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი - მათი მოთხოვნა ავღანეთიდან გავიდნენ უცხო ქვეყნების სამხედრო ძალები. თალიბანის უმრავლესობის ძირითად ენაზე, პუშტუზე დაწერილ ტექსტში უცხოეთის ჯარების გასვლა საგზაო რუკის ნაწილადაა დასახელებული, თუმცა ნახსენები არ არის ქალთა უფლებების გარანტიები. დარიზე დაწერილ ვერსიაში ქალთა უფლებები ნახსენებია, თუმცა არაფერი წერია ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გასვლის შესახებ.

XS
SM
MD
LG