Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია ლიდერ ქვეყნად


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

მასშტაბებისა და შინაარსის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მართლაც უპრეცედენტო კონფერენციაა. სტუმრად გვყავს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, ასევე, 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისარი, საკანონმდებლო დონეზე ვიცე-სპიკერები, ევროპარლამენტის წარმომადგენლები და ვფიქრობ, ზუსტად დროა, რომ ის შედეგები შევაჯამოთ, რომელიც 10 წლის წინ დავიწყეთ”, - უთხრა საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნის წინ მედიის წარმომადგენლებს.

ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც გააერთიანა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 6 ქვეყანა და ვფიქრობ, დღევანდელ კონფერენციაზე შევაჯამებთ, ვის რა შედეგები აქვს. საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია ლიდერ ქვეყნად, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ენერგოთანამეგობრობაში გაერთიანება, სხვადასხვა ფორმატების დაფუძნება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის იქნა შემოღებული, უსაფრთხოების დიალოგი და ა.შ. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. ამასთან, ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზეც. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ საითკენ უნდა წავიდეთ და როგორ მოვამზადოთ ქვეყანა საბოლოო მიზნისთვის. საბოლოო მიზანი კი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული - საქართველოს ევროკავშირში წევრობა,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღეს, 11 ივლისს ბათუმში მუშაობას იწყებს ორდღიანი კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“. წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.

XS
SM
MD
LG