Accessibility links

site logo site logo

ანრი ოხანაშვილი: 20-21 ივნისის ღამით პოლიციელთა უფლებამოსილების საკითხს პროკურატურა იძიებს


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად:

„ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ საკითხებს იძიებს გენერალური პროკურატურა“.

ანრი ოხანაშვილის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

„ამიტომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი; გამოკითხულია სამოცდაათამდე პირი; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები; თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელ 10 პირს, ვინც მონაწილეობდა მანიფესტაციის დროს კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში, შეუჩერდა უფლებამოსილება; განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ასევე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.“,- ნათქვამია საქართსლო პარალმენტის მიერ გავრცელებულ ანრი ოხანაშვილის განცხადებაში.

ამ დრომდე, გამოძიებას არ გამოუვლენია, 20-21 ივნისის ღამით აქციის დაშლისას უფლებამისილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე, არც ერთი სამართალდამცავი.

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამ საქმის გამო 10 ივლისს, გიგი უგულავამ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

გასულ კვირაში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

27 ივნისს, ამავე საქმეზე, ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 3 ივლისს, ნიკა მელიას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 4 პირი, ისინი პოლიციამ 2 კვირის წინ საცხორეველ სახელთან აიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG