Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპულმა საქართველომ" აქცია გამართა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ


არც ლევან ონიანი და არც მისი პრესსამსახური მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
არც ლევან ონიანი და არც მისი პრესსამსახური მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

13 ივლისს "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა ქალაქის თვითმმართველობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო.

აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები: "სირცხვილია", "გახარიას გამოსვლაში რა მოგეწონათ?" "უხამსობა ტეხავს!"

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "სირცხვილია საკრებულოს თავმჯდომარის უხამსი, დისკრიმინაციული გამონათქვამები. სირცხვილია უტიფარი ტყუილიც, თითქოს ის სხვას გულისხმობდა და არა ინგა გრიგოლიას... სირცხვილია საჯარო პირის ასეთი ძალადობრივი აზროვნება. ჩვენ ვითხოვთ, ლევან ონიანმა დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში".

"TV პირველზე" ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 20-21 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებების შემდეგ ლევან ონიანმა წამყვანის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა, ხოლო როცა ამას სოციალურ ქსელში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, განაცხადა, რომ შეეშალა და სხვას გულისხმობდა.

არც ლევან ონიანი და არც მისი პრესსამსახური მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. 15 ივლისს ქალთა ორგანიზაციები აპირებენ რუსთავის თვითმმართველობის შენობასთან აქციის გამართვას, ონიანის მიერ ბოდიშის მოხდის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG