Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძეს სასამართლოში გამოკითხავენ


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხავენ.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე მივა. ოპოზიციონერი პარტიის ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა.

დაბარების საფუძველია სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ხატია დეკანიძემ 12 ივლისს განაცხადა, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საგამოძიებო უწყებას სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ვინაიდან გახარია თავად არის პასუხისმგებელი „გავრილოვის ღამის“ მოვლენებზე და ადამიანების დასახიჩრებაზე და ის იძიებს ამ ღამის მოვლენებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის დეტალი, რომელიც მას აინტერესებს და ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის საქმე. ამიტომ, მივალ სასამართლო დარბაზში და გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც ექნება გამოძიებას.

მეც მაინტერესებს, რა კითხვები ექნებათ. ნამდვილად სასაცილო და ირონიულია, როდესაც იმ კადრების შემდეგ, სადაც ყველაფერი ნათელია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებაზე შედიოდა და პოლიციის კორდონი უნდა გახსნილიყო, ამ მომენტში დაგვიშინეს ტყვიები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

საქმის გამო, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე.

მანამდე, 10 ივლისს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გიგი უგულავამ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

გასულ კვირაში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე. გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

27 ივნისს, ამავე საქმეზე, ნიკა მელიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თემურ გოგოხიამ, აღმკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 3 ივლისს, ნიკა მელიას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს.

XS
SM
MD
LG