Accessibility links

site logo site logo

აშშ, რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი თალიბანს მოუწოდებენ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და ქაბულთან მოლაპარაკებას


აშშ, რუსეთი, ჩინეთი და პაკისტანი თალიბანს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწვეტას და პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას ავღანეთის მთავრობასთან.

ოთხმა ქვეყანამ 11-12 ივლისს პეკინში გამართა შეხვედრა, იმ ფონზე, როცა აშშ და საერთაშორისო ძალები გაზრდილი ძალისხმევით ცდილობენ დაასრულონ ავღანეთში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 ივლიის გავრცელებული განცხადებით, ოთხი ქვეყანა "ყველა მხარეს მოუწოდებს გადადგან ნაბიჯები ძალადობის შესამცირებლად, რასაც უნდა მოჰყვეს სრულმასშტაბიანი და პერმანენტული ზავი, რომელიც შიდა ავღანური მოლაპარაკებით დაიწყება". ქვეყნები გამოდიან მოწოდებით პირდაპირი მოლაპარაკება გაიმართოს თალიბანს, პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობას და ავღანეთის სხვა ძალებს შორის, საიმისოდ, რომ "სამშვიდობო ჩარჩო რაც შეიძლება სწრაფად შემუშავდეს".

9 ივლისს ყატარში თალიბანი და ავღანეთის დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებიც შედიოდნენ, შეთანხმდნენ სამომავლო პოლიტიკური გადაწყვეტის საგზაო რუკაზე, რასაც ომის დასრულებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიქვამენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG