Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უიმბლდონის ტურნირზე რუმინელმა სიმონა ჰალეპმა დაამარცხა ამერიკელი სერენა უილიამსი

რუმინელმა ჩოგბურთელმა, სიმონა ჰალეპმა 13 ივლისს უიმბლდონის ტურნირის ფინალურ მატჩში დაამარცხა ამერიკელი სერენა უილიამსი, რითიც მას საშუალება არ მისცა მოეპოვებინა "გრანდ სლემის" ტურნირების სარეკორდო, 24-ე ტიტული.

27 წლის ჰალეპმა 37 წლის უილიამსს მოუგო ორი სეტით, ანგარიშით 6-2, 6-2 და გახდა პირველი რუმინელი, რომელმაც ამ ტურნირზე გაიმარჯვა.

მამაკაცთა ფინალურ მატჩში, 14 ივლისს, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეხვდება სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

XS
SM
MD
LG