Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთში ხელი მოეწერა კანონს, რომელიც მთავრობას ანიჭებს აკადემიური კვლევის კონტროლის საშუალებას


უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს გააკონტროლოს აკადემიური კვლევა - რასაც მკვლევრები გმობენ და აკადემიური თავისუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

ადერი უნგრეთის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის მოკავშირეა. კანონი, რომელსაც მან 12 ივლისს მოაწერა ხელი, მეცნიერებათა აკადემიას (MTA) - ნაწილობრივ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტს - ართმევს მის კვლევის ქსელს, ბევრ შენობას და კონტროლს სამეცნიერო კვლევებზე.

მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია სიახლეების მხარდაჭერა და 1825 წელს დაარსებულ მეცნიერებათა აკადემიას უწოდებს კომუნისტური წარსულის არაეფექტურ გადმონაშთს. კრიტიკოსები გამოხატავენ შეშფოთებას, რომ ეს ნაბიჯი მკვლევრებს და მეცნიერებს უნგრეთის დატოვებისკენ უბიძგებს. ადერს, რომელიც ორბანის მმართველი პარტია ფიდესის ყოფილი წევრია, მოუწოდებდნენ ხელმოწერამდე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაეგზავნა განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG