Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში, თეირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აბას მუსავიმ 13 ივლისს განაცხადა, რომ ზარიფი მონაწილეობას მიიღებს გაეროს ეკონომიკისა და სოციალური საბჭოს (UNOSOC) ყოველწლიურ სხდომაში.

გაეროს კონფერენციის შემდეგ, ზარიფი ვენესუელაში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში მიუმხრობელთა მოძრაობის მოკავშირე სახელმწიფოებთან - ამბობს მუსავი.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ახლახან განაცხადეს, რომ ზარიფს, შესაძლოა, ფინანსური სანქციები დაეწესოს, თუმცა 11 ივლისს საინფორმაციო სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა ამ ეტაპზე არ შემოიღოს ამგვარი ზომები ზარიფის წინააღმდეგ. ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლოა იყოს ნიშანი იმისა, რომ ორი ქვეყნის დაძაბული უთანხმოების შესამცრებლად კვლავაც არსებობს დიპლომატიური გზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG