Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩებს უმასპინძლებს


გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს, ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს, გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად საქართველო იქნება ევროპის მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი. ამ ოთხ ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპი, რომელშიც ჯგუფებიდან გასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიაში გაიმართება.

მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG