Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში მოეწყო მასობრივი ჰაკერული თავდასხმა რუსული ვებსაიტიდან


ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მლადენ მარინოვი
ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მლადენ მარინოვი

ბულგარეთში რუსული ვებსაიტიდან მოეწყო მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სოფიის გადაწყვეტილებას აშშ-გან სამხადრო თვითმფრინავების შეძენის შესახებ.

ამის შესახებ 16 ივლისს განაცხადა ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მლადენ მარინოვმა. მისი ინფორმაციით, 5 მილიონამდე ბულგარელისა და ბულგარეთში მცხოვრები უცხოელი ექსპერტის პირადი ფინანსური მონაცემები გასაჯაროვდა რუსეთში დაფუძნებული იმეილის დომენიდან მას შემდეგ, რაც 15 ივლისს ჰაკერული თავდასხმა მოეწყო ბულგარეთის შემოსავლების ეროვნულ სამსახურზე.

როგორც მარინოვი აღნიშნავს, მოპარული მონაცემებისა და ფინანსთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შემცველი მეილები გავრცელდა მყისვე მას შემდეგ, რაც ბულგარეთი დათანხმდა აშშ-გან 1.256 მილიარდ დოლარად ლოკჰიდ მარტინ ფ-16 ტიპის (Lockheed Martin F-16) რვა ახალი თვითმფრინავის შეძენას.

პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა 16 ივლისს დანიშნა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა შექმნილი ვითარების განსახილველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG