Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურზულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს რუსეთის მიმართ სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას


ევროკომისიის ახალარჩეულმა ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას. „მოწმენი ვართ მოსკოვის მხრიდან მრავალი თვალსაზრისით მტრული პოლიტიკისა,“ განაცხადა ფონ დერ ლაიენმა იტალიის გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ამის საპასუხოდ ის გამოვიდა წინადადებით, მოსკოვს ძალის პოლიტიკის პოზიციიდან გაეცეს პასუხი.

ფონ დერ ლაიენი სამშაბათს აირჩიეს ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე. გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი არის პირველი ქალი, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს უხელმძღვანელებს. ის პირველი ნოემბრიდან დაიკავებს თანამდებობას. ევროპაზე რუსეთის გავლენის შესახებ საუბრისას პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს მოეპოვება ამ პრობლემასთან გასამკლავებელი საშუალებები.

ჯერ კიდევ გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ფონ დერ ლაიენი უკვე ამბობდა, რომ მოსკოვთან აუცილებელია დიალოგის წარმოება ძალის პოზიციიდან. მისი თქმით, პუტინი აღარ მიაჩნია პარტნიორად, მაგრამ არც მტრად თვლის მას.

XS
SM
MD
LG