Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება. სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ. სააგენტო ინტერპრესნიუსის თანახმად, სალია არ საუბრობს "ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, - განაცხადა სალიამ.

XS
SM
MD
LG