Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ამოღებულია 2 კგ ჰეროინი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა ირანის რესპუბლიკის ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე.

ბრალის დამტკიცების შემთხევაში 1995 წელს დაბადებულ ო.რ.-ს, 1973 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს და 1974 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო.

„რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი. რუსთავში დააკავეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. რომლის პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG