Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პარლამენტს ირჩევენ


21 ივლისს უკრაინელი ამომრჩეველი უმაღლესი რადის დეპუტატებს ირჩევს. ხმის მიცემის პროცესს 1700-მდე საერთაშორისო მეთვალყურე აკვირდება. არჩევნების შედეგად უნდა გაირკვეს მთავარი პოლიტიკური საკითხი: შეძლებს თუ არა პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახური“ დამოუკიდებლად შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება ძველი, შერეული სისტემით: დეპუტატების ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში, დანარჩენი ნახევარი კი პარტიული სიების მეშვეობით 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაირა 3 ათასზე მეტმა „მაჟორიტარობის კანდიდატმა“ და 22-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთა საარჩევნო სიებითაც პარლამენტში მოხვედრას ცდილობს 2700 კანდიდატი.

უკრაინაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ინიციატივა ეკუთვნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც არჩევნების საჭიროება საპარლამენტო კოალიციის არარსებობითა და უმაღლესი რადისადმი ხალხის დაბალი ნდობით ახსნა.

XS
SM
MD
LG