„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოშია და პროკურატურაში მისვლას აპირებენ.
“მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძეც საქართველოში იმყოფებიან და გამოკითხვაზე მისვლას, რა თქმა უნდა, აპირებენ. უბრალოდ, მე ამ ეპატზე კომენტარს და შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგან ახლა ვაპირებ, რომ შევხვდე ორივე მათგანს და შემდეგ მეცოდინება ყველა დეტალი" - უთხრა სააგენტო „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
24 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში "გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს არიან დაბარებული მათთვის ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით.