Accessibility links

site logo site logo

სერბი ფეხბურთელები და მწვრთნელი ბელგრადის მოთხოვნას დაჰყვნენ და კოსოვოს გუნდთან თამაშზე არ გამოვლენ


სერბი ფეხბურთელი, ალექსანდარ ჩავრიჩი

ბრატისლავის „სლოვანის“ საფეხბურთო კლუბმა განაცხადა, რომ მისი ორი მოთამაშე და მწვრთნელი, სამივე სერბი, არ ითამაშებენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში კოსოვოს „ფერონიკელის“ წინააღმეგ მას მერე, რაც ბელგრადიდან გააფრთხილეს ისინი, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ასპარეზობაში.

ალექსანდარ ჩავრიჩმა, დეიან დრაჟიჩმა და მწვრთნელმა, ვლადიმირ რადენკოვიჩმა განაცხადეს, რომ მათ სერბეთის მთავრობამ მიუთითა, არ ეთამაშათ 24 ივლისს სლოვაკეთის დედაქალაქში კოსოვოს გუნდის წინააღმდეგ.

სერბეთის ყოფილი ოლქი კოსოვო უპირატესად ალბანელებით დასახლებული არეალია, რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მსოფლიოს ქვეყნების ნაწილის მიერ აღიარებულია სუვერენულ ქვეყნად.

ბელგრადის და ოლქს შორის დაპირისპირების მწვერვალი იყო ნატოს ავიაციის მიერ სერბიის დაბომბვა, რასც მოჰყვა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ბელგრადის ოლქის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

კლუბ სლოვანმა გამოაცხადა, რომ გაგებით ეკიდება სერბი სპორტსმენების გადაწყვეტილებას, არ ითამაშონ ორ მატჩში „ფერონიკელთან“. კლუბი აცხადებს, რომ მან გულშემატკივრებს სთხოვა გადაწყვეტილებას გაგებით შეხედონ. არავისთვისაა სასიამოვნო სიტუაცია, მაგრამ პატივის უნდა ვცემთ გადაწყვეტილებას.

ჩერნოგორიის ორი, სერბეთში დაბადებული ფეხბურთელი და მწვრთნელი, ასევე სერბეთში დაბადებული, ახლახანარ არ დათანხმდნენ კოსოვოს გუნდთან შეხვედრას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს საკვალიფიკაციო მატჩში. მწვრთნელი მოგვიანებით დაითხოვეს კლუბიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG