Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ მეორემ ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა


ბორის ჯონსონი ოფიციალურად დაამტკიცა დედოფალმა, ელისადებ მეორემ ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრად მალევე მას მერე, რაც ტერეზა მეიმ ოფიციალურად ითხოვა თანამდებობიდან დათხოვნა.

24 ივლისის დამტკიცების შედეგად, ჯონსონი გახდა ბრიტანეთის 14-ე პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმსახურებს 93 წლის ელისაბედ მეორის 67 წლიანი დედოფლობის განმავლობაში. მეი გადადგა კონსერვატული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მას მერე, რაც პარლამენტმა არ მიიღო მისეული შეთანხმება ბრიუსელთან ევროკავშირის დატოვების, ბრექსიტის პროცესის შესახებ.

ჯონსონი, ლონდონის ყოფილი მერი და ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ დროს ბრექსიტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ მისი მომხრე გახდა. ევროპის კავშირის ოფიციალური პირების თანახმად, ისინი დიდად არ შეცვლიან მეისთან შეთანხმებულ დოკუმენტს ბრექსიტს თაობაზე.

ჯონსონი თავის ქვეყანას ევროკავშირიდან უნდა გაუძღვეს 31 ოქტომბერს შეთანხმების, ან მისი გარეშე. ეკონომიკური და პოლიტიკურ ლიდერები შიშობენ, რომ შეთანხმების გარეშე გასვლამ შეიძლება დარტყმა მიაყენოს ბრიტანეთის ეკონომიკას.

ჯონსონმა იოლად აჯობა კონსერვატორ ჯერემი ჰანტს კენჭისყრაში, რომელშიც პარტიის 160 ათას წევრი მონაწილეობდა.

დედოფლის მიერ დამტკიცება ტრადიციული, უფრო ცერემონიული ეტაპია.

55 წლის ჯონსონი, რომელიც ცნობილია თავისი ხუმრობებით და ბრაზიანი გამოსვლებით, სადავო პირი იყო ბრიტანეთის პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში.

მან ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უწოდა „ნაწილობრივ კენიელი“ და თქვა, რომ მემკვიდრეობით არ უყვარს ბრიტანეთის იმპერიაო. ჯონსონმა ერთხელ უხამსი ლიმერიკი დაწერა თურქეთის პრეზიდენტზე, რეჯეფ თაიფ ერდოანზე, თუმცა თვითონ ოსმალეთის იმპერიის ბოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ქემალის შვილთაშვილია.

ბორის ჯონსონმა ერთხელ, მაჰმადიანი ქალებზე, რომლებსაც ბურკა ფარავთ, დაწერა "საფოსტო ყუთებივით" გამოიყურებიანო, რისთვისაც მალევე მოიხადა ბოდიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG