Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზარაძე- ჯაფარიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს


ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს განცხადებით, მოელიან, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.

ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.

თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.

პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG