Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს


თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის თანაპარტიელ კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს. შსს-ში 8 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ირაკლი ოქრუაშვილი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს, მას შემდეგ რაც, ისინი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-დან გამოვიდნენ.

„გადაგვიდგნენ მანქანებით და ირაკლის დაადეს ხელბორკილები“,- ამბობს ანა რეხვიაშვილი.

მისი განცხადებით, ოქრუაშვილი დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული კანონდარღვევის გამო. რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ოქრუაშვილის დაკავების კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს; დაკავებამდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი გადაცემა "ვანოს შოუს" ჩაწერაზე იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG