Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის კინოფესტივალი მოითხოვს ირანელი რეჟისორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საფრანგეთი, 2017 წლის 27 მაისი: ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი კანის კინოფესტივალზე
საფრანგეთი, 2017 წლის 27 მაისი: ირანელი რეჟისორი მოჰამად რასულოფი კანის კინოფესტივალზე

კანის კინოფესტივალი მოითხოვს ირანში დაპატიმრებული კინორეჟისორის, მოჰამად რასულოფის „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გათავისუფლებას და სხვა ფესტივალებს, კინოებსა და კინემატოგრაფისტებს მოუწოდებს, მხარი აუბან ამ მოთხოვნას.

კანის კინოფესტივალი 25 ივლისის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსოფლიოში დიდი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რასულოფისათვის ერთწლიანი პატიმრობის მისჯისა და ქვეყნიდან გასვლის ორი წლით აკრძალვის შესახებ.

მანამდე, მიმდინარე კვირაში, რასულოფმა რადიო თავისუფალ ევროპა/ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატიმრობა მიუსაჯეს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ „პროპაგანდის გავრცელების“ ბრალდებით. მისი თქმით, განაჩენის მიზეზია მისივე ფილმების შინაარსი.

2010 წელს რასულოფს ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს დოკუმენტური ფილმისათვის, რომელიც ასახავს საპროტესტო აქციებს ირანში 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ერთი წლით პატიმრობამდე შეამცირა.

2017 წელს რასულოფს ერგო კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის მთავარი პრიზი ფილმისათვის „პატიოსანი კაცი“.

​
XS
SM
MD
LG