Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო თბილისმა“ მოიგო, საჩხერის „ჩიხურა“ ფრეს დასჯერდა


მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 1 აგვისტოს გაიმართება.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 1 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს საფეხბურთო კლუბებმა უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრები ჩაატარეს.

„დინამო თბილისი“ აზერბაიჯანში დაუპირისპირდა „გაბალას“ და 2:0 მოუგო. ანგარიში ლევან კუტალიამ გახსნა 41-ე წუთზე. საბოლოო შედეგი კი სენეგალელმა ლეგიონერმა არფან დაფემ დააფიქსირა, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე.

საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისში, „დინამო არენაზე“ მიიღო შოტლანდიის „აბერდინი“ და 41-ე წუთზე დაწინაურდა გიორგი კორიფაძის პენალტით, მაგრამ სტუმრებმა 68-ე წუთზე პენალტითვე გაათანაბრეს და თამაში 1:1 დასრულდა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრები 1 აგვისტოს გაიმართება. „დინამო თბილისი“ „გაბალას“ უმასპინძლებს. „ჩიხურა“ კი შოტლანდიაში ჩავა.

მესამე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში თბილისელები ჰოლანდიის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდებიან. საჩხერლები - ხორვატიის „რიეკას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG