Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველებმა მესტიაში ასამდე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს


მაშველებმა ადიდებული მდინარის, მესტიაჭალის ნაპირიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს 100-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი. ისინი სტიქიის გამო ვერ ახერხებდნენ მდინარის მეორე ნაპირზე დაბრუნებას. რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ყველა ტურისტი უსაფრთხოდაა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საფრთხე აღარ ემუქრება ლალაიდის დასახლების მცხოვრებთ. გადაუღებელი წვიმის გამო ადიდებულ მდინარე მესტიაჭალაზე კალაპოტის განტვირთვის სამუშაოების შედეგად მოხერხედა მდინარის კალაპოტში დაბრუნება. სამუშაოებში ჩართული იყო შპს „ლემის“ სპეციალური ტექნიკა.

დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობით ნატანი მასალის ჩადინების შედეგად მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადავიდა.

განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურა. დაზიანდა წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომელიც მესტიას წყლით ამარაგებს

მდინარის ადიდების გამო დაიტბორა „მესტიაჭალა ჰესი 1“-ის ტერიტორია. ჰესის მფლობელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს“ ინფორმაციით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ფუნქციონირებას ჩვეულებრივ განაგრძობს. კომპანიის განცხადებითვე, ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. „სვანეთი ჰიდროს“ ცნობითვე, სტიქია არ შეხებია „მესტიაჭალა 2-ს“ და მის მიმდებარე ტერიტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG