Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის წევრები მოსკოვში ჩაიყვანეს


ტანკერი "ნიკა სპირიტი"
ტანკერი "ნიკა სპირიტი"

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებული რუსული ტანკერის „ნიკა სპირიტის“ ეკიპაჟის წევრები პარასკევს კიშინიოვის რეისით მოსკოვში ჩაფრინდნენ. ამას წინ უძღვოდა უკრაინის შესაბამისი უწყების განცხადება, რომლის თანახმად გემის ეკიპაჟის წევრებს არ დაურღვევიათ საზღვაო ნაოსნობის წესები და უკრაინის კანონმდებლობა. ამასთან, ისინი, როგორც მოწმეები ვალდებულები არიან გამოცხადდნენ ჩვენების მისაცემად გამომძიებლის მოთხოვნაზე. ტანკერის კაპიტანმა ილია დობიზკომ განაცხადა, რომ არ აპირებს მისცეს ჩვენება უკრაინის სასამართლოს, რადგან არ ითვლება მოწმედ ქერჩის სრუტეში მომხდარი კონფლიქტის საქმეზე.

25 ივლისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა რუსეთის ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოყენებულ იქნა უკრაინის საზღვაო ფლოტის სამი გემისთვის გზის გადასაღობად, სანამ მათ რუსეთის მესაზღვრეები დააკავებდნენ ყირიმის სანაპიროსთან 24 მეზღვაურთან ერთად.

უკრაინის პროკურატურისა და უშიშროების თანახმად, განცხადების თანახმად, ტანკერი „ნეიმა“, რომელსაც მას მერე სახელი „ნიკა სპირიტით“ შეუცვალეს, რუსეთის დროშით შევიდა უკრაინის ნავსადგურ იზმაილში, დუნაის დელტაში, 24 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG