Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 27 ივლისს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი თბილისის პოლიციის სამმართველოში. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. გარდა ამისა, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG