Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერული თავდასხმა მოეწყო ჟურნალისტებზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებზე წერენ


ჰაკერებმა სცადეს, ელფოსტა გაეტეხათ ჟურნალისტებისათვის, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებზე წერენ.

ჰაკერული შეტევის მიზანი, როგორც ჩანს, იყო გაეტეხათ საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგკეტისა“ და რუსეთის გამოცემა „ინსაიდერის“ წევრების ელფოსტა. ამის შესახებ იუწყებიან „ბელინგკეტი“ და გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“.

გამომძიებელი ჟურნალისტები კომპანია „პროტონმეილის“ დაცული ელექტრონული საფოსტო სერვისით სარგებლობენ, როცა ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან და აღმოსავლეთ უკრაინის თავზე მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სავარაუდო კავშირის შესახებ.

„ფაინენშალ ტაიმსის“ ინფორმაციით, რომელიც მან „პროტონმეილის“ ხელმძღვანელის, ენდი იენისაგან მიიღო, შეტევა ოთხშაბათს დაიწყო და კარგად იყო ორგანიზებული პროფესიონალების მიერ.

როგორც „ბელინგკეტის“ გამომძიებელმა ხრისტო გროზევმა უთხრა გაზეთს, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ შეტევა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (ГРУ) დაგეგმა.

„ბელინგკეტი“ 2014 წელს შეიქმნა და სპეციალიზებულია სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებულ გამოძიებებზე. მის პარტნიორებს შორის არის რუსეთში დაფუძნებული „ინსაიდერი“.

XS
SM
MD
LG