Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ სცემა მომიტინგეები, დააკავა 600-მდე ადამიანი


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

მოსკოვში სამართალდამცველებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ქალაქის ცენტრში მათი აქციის დაშლის მცდელობისას.

მოსკოვის საქალაქო სათათბიროს წევრმა, ოპოზიციური „სამართლიანი რუსეთის“ წარმომადგენელმა ალექსანდრა პარუშინამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უთხრა, რომ თავში ჩაარტყეს რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, რომლებიც „სასტიკად“ გაუსწორდნენ მომიტინგეებს, როცა ისინი ცდილობდნენ, თავი მოეყარათ მოსკოვის მერიასთან ტვერსკის ქუჩაზე.

ორგანიზაცია OVD-Info-ს მონაცემებით, 600-ს აღწევს არასანქცირებული მიტინგის დაწყებამდე და მის მსვლელობაში დაკავებული პირების რიცხვი.

ოპოზიციონერები მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებენ მოსკოვის ხელისუფლების უარს სექტემბრის მუნიციპალური არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაზე.

დაკავებულებს შორის არიან დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირების მსურველი ოპოზიციონერებიც - ივან ჟდანოვი, ილია იაშინი, დმიტრი გუდკოვი და ლიუბოვ სობოლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG