Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ახლადაშენებულ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად


ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახლადაშენებული, მრავალსართულიანი სახლის ლიფტი შახტში ჩავარდა.

კლინიკებში მოთავსებულია 4 დაშავებული. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორს მოტეხილობები აქვს, ორს კი გარეგანი დაზიანებები.

ოთხი დაშავებულიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა და სამი თურქეთის.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი საცხოვრებელი კორპუსის ბინების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ.

რამ გამოიწვია ლიფტის მოწყვეტა ჯერჯერობით უცნობია. სახლი კომპანია "გრანდ სითის" მიერაა აშენებული. კომპანიის წარმომადგენლები ბათუმის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რომელიც ეხება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვები დაუშინეს. დაშავდა პირველი არხის ტელეოპერატორი.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა.

XS
SM
MD
LG