Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია გმობს "დისპროპორციული" ძალის გამოყენებას მოსკოვში დემონსტრანტთა წინააღმდეგ


გერმანია შეუერთდა აშშ-ს, ევროკავშირს და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და დაგმო, მისი თქმით, "პოლიციის დისპროპორციულად მკაცრი მოქმედება" მოსკოვში, შაბათ-კვირას გამართული დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

29 ივლისს, ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივანმა, ულრიკე დემერმა რუსეთს მოუწოდა "სწრაფად" გაათავისუფლოს ორი დღით ადრე დაკავებული, 1400-მდე დემონსტრანტი, დაიცვას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებები და უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებზე.

27 ივლისს პოლიციამ მოსკოვში 1400-მდე დემონსტრანტი დააკავა აქციაზე, რომლითაც აპროტესტებდნენ საარჩევნო უწყების უარს სექტემბრის არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრირებაზე.

მოსკოვში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის პრესმდივანმა დაგმეს, მათი თქმით, საპოლიციო ძალის "დისპროპორციული" გამოყენება "მშვიდობიანი დემონსტრანტების" წინააღმდეგ.

ამნესტი ინტენეიშენალმა მომხდარს უწოდა "ძალის განურჩეველი გამოყენება პოლიციის მხრიდან, რომელიც დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემდა და მიწაზე ანარცხებდა".

ამ მოვლენებამდე, ივლისის თვეში მოსკოვის საარჩევნო უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს აუკრძალეს მონაწილეობა 8 სექტემბრის მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში, რადგან სანომინაციო პეტიციებზე საკმარისი ხელმოწერები არ იყო წარმოდგენილი.

ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე საპროტესტო აქცია მოჰყვა.

XS
SM
MD
LG