Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ დაიწყო დემონსტრანტებისთვის განაჩენების გამოტანა


ოპოზიციონერი ილია იაშინი
ოპოზიციონერი ილია იაშინი

რუსეთის სასამართლომ დაიწყო განაჩენების გამოტანა იმ აქციაზე დაკავებული პოლიტიკოსებისთვის და დემონსტრანტებისთვის, რომელიც გაიმართა მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატების არდაშვების გამო და რომელიც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა 27 ივლისს.

მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ 29 ივლისს ოპოზიციონერი ილია იაშინი, რომელმაც ვერ შესძლო არჩევნებისთვის რეგისტრაციის გავლა, დამნაშავედ სცნო საჯარო აქციების გამართვის რეგულაციების დარღვევაში და 10 დღით მიუსაჯა პატიმრობა. სხვა სასამართლომ ასევე დაურეგისტრირებელ კანდიდატს, კონსტანტინ იანკაუსკასს, შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ანალოგიური ბრალდებით. აქტივისტს ვალერი როდინს 12 დღით მიესაჯა პატიმრობა არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისთვის. კიდევ სულ მცირე სამ აქტივისტს შეუფარდეს 10,000-15,000 რუბლის (158-237 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმები. სხვა პოლიტიკოსების და აქტივისტების პროცესები გრძელდება.

მოსკოვის პოლიციას აკრიტიკებენ "დისპროპორციული" ძალის გამოყენებისთვის დემონსტრაციის დაშლის დროს. პოლიცია აცხადებს, რომ დააკავეს 1074 ადამიანი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია OVD-Info იუწყება, რომ დაკავებულთა რიცხვია 1373.

XS
SM
MD
LG