საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე განაგრძობენ 27 ივლისს მომხდარი ავტოკატასტროფს შემდეგ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ძებნას. სამაშველო ჯგუფები დეტალურად ათვალიერებენ მდინარის კალაპოტის რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთს.
29 ივლისს, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით წყლიდან გამოიტანეს ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი, თუმცა დაკარგულ ბიჭს ვერ მიაგნეს.
27 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ომალოსკენ მოძრავი „კამაზის“ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.