Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ბინები გაჩხრიკეს


მოსკოვში აკავებენ საპროტესტო აქციის მონაწილეს. 2019 წლის 27 ივლისი
მოსკოვში აკავებენ საპროტესტო აქციის მონაწილეს. 2019 წლის 27 ივლისი

გვიან ღამით, პოლიციამ მოსკოვში გაჩხრიკა 27 ივლისის საპროტესტო აქციების სულ მცირე ორი მონაწილის საცხოვრებელი სახლები.

დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედია-პროექტის, „ОВД инфо“-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა, რომლებმაც უარი თქვეს ვინაობის დასახელებაზე, „მემარცხენე ბლოკის“ კოორდინატორის, ვასილი კუზმინის სახლიდან კომპიუტერი წაიღეს.

კუზმინი საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ვასილი კუზმინს მოწმის სტატუსი აქვს მასობრივი არეულობის მუხლით აღძრულ საქმეში. პოლიციელებმა გაჩხრიკეს აქციის კიდევ ერთი მონაწილის, სერგეი ფომინის სახლიც.

27 ივლისს მოსკოვში გაიმართა მერიის მიერ არასანქცირებული აქციები. მშვიდობიანი დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ დამოუკიდებელ კანდიდატებს. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დააკავა 1300-ზე მეტი ადამიანი. 70-ზე მეტმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო.

XS
SM
MD
LG