Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრი: ლარი ქვემოთ წამოვა


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარანის განცხადებით, ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით, თუმცა ეს ტენდენცია აუცილებლად შეიცვლება. ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული, რაც ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

ლარი წამოვა ქვემოთ - ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უკავშირდება ბოლო დროს გაჩენილ სერიოზულ პრობლემებს ტურისტულ სფეროში, ასევე მძიმე მოლოდინებს.

„მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG