Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ის წინააღმდეგ. ამის თაობაზე იტყობინება სააგენტო „როიტერი“.

დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვა შეეხება იმ კერძო პირებს და კომპანიებს, რომლებიც რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი გაზსადენის გასაყვანად ბალტიის ზღვის ფსკერზე მუშაობაში მონაწილეობენ.

დოკუმენტი უნდა განიხილონ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში. შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, დონლად ტრამპს გაეგზავნება.

გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უნდა ამოქმედდეს 2020 წლისთვის. ახალი პროექტის საშუალებით რუსეთი ცდილობს შეამციროს თავისი ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გავლით ტრანზიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG