დღეს გაირკვევა, რას ეფუძნება ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პასუხი ტელეკომპანიის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე.
აქიმიძე და დვალი 14 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში.
30 ივლისს, ქიბარ ხალვაშმა ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს შესთავაზა „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი. იმავე დღეს აქიმიძემ განაცხადა, რომ ამ წინადადებაზე უარს ამბობენ. ჯარჯი აქიმიძემ ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ვერ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი.