ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ალექსანდრე კაპანაძეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კაპანაძე 23 ივლისს დააკავეს გალის რაიონის სოფელ დიხაზურგასთან.
ინფორმაციიას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაპატიმრების ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.