Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქაუტაძე ზარდიაშვილზე: ან სამსახურს უნდა დავანებოთ თავი, ან მეგობრობას


იუსტიციის საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს წევრებთან გასაუბრებისას დაადასტურა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელი ვანო ზარდიაშვილი მისი მეგობარია.

გიორგი მიქაუტაძეს ვანო ზარდიაშვილთან მეგობრობის შესახებ ჰკითხა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ის და ზარდიაშვილი უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში სწავლობდნენ და დიდი ხნის მეგობრები არიან.

ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, თუ დაფიქრებულა გიორგი მიქაუტაძე, რომ სასამართლო ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მეგობრობა შესაძლოა, ეჭვებს აჩენდეს და საფრთხეს უქმნიდეს სასამართლოს დამოუკიდებლობას ხალხის თვალში.

„ეს როგორ უნდა შევცვალოთ? ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ სამსახურს თავი, ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ მეგობრობას თავი. თქვენ რომელს მთავაზობთ, რომელს დავანებო თავი? არ ვაპირებ ქალბატონო ნაზი, არც ერთს და არც მეორეს იმიტომ, რომ მე ჩემი საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არანაირი საფუძველი არ მივცე არცერთ მოქალაქეს, არცერთ დაინტერესებულ პირს ეჭვისთვის, რომ შესაძლოა, რაიმე არასწორი გზით ვიყენებდე კონტაქტებს“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის საპახუხოდ.

XS
SM
MD
LG