Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრას ციხეში დაგეგმილი ფესტივალი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის მოთხოვნით ადგილს იცვლის


10 აგვისტოს პეტრას ციხეში დაგეგმილი რეგიონალური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR Fest ადგილს იცვლის, რის მიზეზადაც მოსახლეობის და სასულიერო პირების მიერ ქუთაისის მერისთვის მიწერილ წერილს ასახელებენ, სადაც 160-მდე ადამიანი ითხოვს არ დაუშვან "კაზანტიპის მსგავსი" ღონისძიება ისტორიულ ნაგებობაში.

წერილში, სადაც მოსახლეობა ქობულეთის მერს სთხოვს დახმარებას პეტრას ციხეში ფესტივალის გაუქმებასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საჭიროა "წმინდა მიწა დაიცვან ამორალური და ანტიმართლმადიდებლური ქმედებისგან."

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მათ აქვთ წერილობითი თანხმობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაგან, თუმცა "ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება ლოკაციის შეცვლასთან დაკავშირებით".

პეტრას ციხეზე დაგეგმილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ერთადერთი ღონისძიება არ არის, რომელსაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ან სასულიერო პირები ძირითადად ფასეულობების დაცვის მოტივით ეწინააღმდეგებიან. 2019 წლის ივნისში დაარბიეს ასევე მუსიკალური ფესტივალი ყაზბეგში, 2013 წელს ადგილის შეცვლა დაჭირდა ასურეთში დაგეგმილ ფესტივალს "მისტერიკა."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG