Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ 600-მდე ავიდა მოსკოვში აქციაზე დაკავებულ პირთა რაოდენობა


დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, OVD-Info-ს ცნობით, 600-მდე ავიდა მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმის მიერ დაკავებულ პირთა რაოდენობა. ერთი კვირის წინ მსგავსი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლის შემდეგ 1300-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული.

ქალაქის ქუჩებში "ომონის" ასობით წევრი იყო განთავსებული, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების უწყებებმა გამოაცხადეს, რომ "ყველა ზომას გაატარებდნენ პროვოკაციების აღსაკვეთად" არასანქცირებულ აქციაზე, რომელიც იმართებოდა მოსკოვში თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

მანამდე პოლიციამ დააკავა ოპოზიციის ცნობილი აქტივისტი, ლიუბოვ სობოლი, თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ.

სობოლი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დააკავეს ტაქსიში, რომლითაც ის აქციისკენ მიემგზავრებოდა. ის პოლიციის მიკროავტობუსში გადასვეს და წაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG