Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე ტოვებს ანაკლიის კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ცნობით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც „კონსორციუმი“ განმარტავს, აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოში საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირებს შეყვანას გეგმავს.

ინფორმაციაში, რომელიც კომპანიამ Facebook-ზე გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მომავალ წევრებად სამი კანდიდატია წარდგენილი: რ. მაიკლ ქაუგილი - საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ტედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Dentons-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა - Concorde Capital-ის პრეზიდენტი .

კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე იგეგმება.

„ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები", - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე, რომლის კომენტარსაც კომპანია ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG