Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ მედია საშუალების საწინაღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო ულტრამემარჯვენე ჯგუფის სასარგებლოდ


უკრაინის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ულტრა მემარჯვენე ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ნაციონალისტური სიძულვილის“ ჯგუფი უწოდა და რომელიც ამტკიცებდა, რომ მის რეპუტაციას ზიანი მიადგა, როცა მედია საშუალებამ ის „ნეონაცისტურ“ გაერთიანებად მოიხსენია თავის ტვიტში შარშან.

დამოუკიდებელი „ჰრომადსკი ტივი“თავის განცხადებაში, 6 აგვიტოს წერს, რომ კიევის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მედია საშუალებამ ვერ წარადგინა საკმარისი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ გაერთიანება C-14, უკრაინულად, ასევე „სიჩ“-ად ცნობილი ჯგუფი, ფაქტიურად არის ნეო ნაცისტური, რადგან თავისი დასახელება არჩეული აქვს 14 სიტყვიანი ფრაზის მიხედვით,რომელსაც თეთრი რასის უპირატესობის თეორიის მომხრენი იყენებენ და ამასთან, მისი წევრები აღიარებენ, რომ გაერთიანდნენ მასში ნაცისტური იდეოლოგიის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, „ჰრომადსკე ტივიმ“ უნდა მოხსნას თავისი ტვიტი და გადაიხადოს 3500 ჰრივნა (136 აშშ დოლარი) სასამართლო ხარჯების სახით C14-ის სასარგებლოდ. „გადაწყვეტილება არის არასწორი და უკანონო, მას მივყავართ ტენდენციისკენ, რომელიც თრგუნავს სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ, განაცხადა ოკსანა ჩაიკოვსკაიამ, „ჰრომადსკე ტივის“ ადვოკატმა. მედია საშუალების მთავარმა რედაქტორმა, ანგელინა კარიაკინამ განაცხადა, რომ „გაოცებულია გადაწყვეტილების გამო“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG