Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი

ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-11 წლისთავს.

„კვლავ ვაცხადებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლატვიის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და თავისი ჯარი გაიყვანოს“ - წერს ტვიტერზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

"საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ განზრახული აგრესიიდან 11 წლის შემდეგ, რუსეთი განაგრძობს მცოცავ ანექსიას და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ და ამას მოჰყვა ყირიმი და დონბასი. შეგუება არასდროსაა გამოსავალი" - დაწერა ტვიტერზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG