Accessibility links

site logo site logo

პრემიერი აგვისტოს ომზე: მაშინდელმა ხელისუფლებამ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით  შესაძლებელი გახადა საოკუპაციო გეგმის განხორციელება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის 11 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა, მშვიდობის უზრუნველყოფა და ქვეყნისთვის განსაცდელის არიდებაა. რაც, მისი სიტყვებით, ვერ შეძლო წინა ხელისუფლებამ:

„სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“, - წერს ბახტაძე.

პრემიერის სიტყვებით, საქართველო „მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით მიაღწევს საქართველოს სრულ დეოკუპაციას".

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG