Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გავლება განაახლეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მახლობლად განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა.

სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარის თანახმად: „ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.”

ქართული მხარე აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პროცესის სათანადოდ შეფასებას და რუსეთისთვის მოწოდებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების გარემოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG