Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ წერეთელი - ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდეგ დამიბარეს მე გამოკითხვაზე


ვახტანგ წერეთელი
ვახტანგ წერეთელი

სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე, - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა ვატო წერეთელმა, ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა.

„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი და ამიტომ ახლა შევალ, ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი. ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ის, რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში“, - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი პროკურატურამ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების, ე.წ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე. ბრალდების კითხვებზე პასუხების გაცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG