Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის ერთობლივი სწავლება დასრულდა


საქართველოში საჩვენებელი წვრთნით დასრულდა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019(მტკიცე სული 2019). რიგით მეცხრე სწავლების დახურვის ცერემონია ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაიმართა.

მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც 27 ივლისიდან მიმდინარეობდა, ჩართული იყო ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპული სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდა სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე.

მრავალეროვნული სწავლება მოიცავდა სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნებს. მათი მიზანი იყო მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება და წვლილის შეტანა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.

XS
SM
MD
LG